შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში კომაროვის საშაბათო სკოლა იხსნება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22173 
 11 აპრილი 2019
თბილისში არსებული კომაროვის საშაბათო სკოლა ფუნქციონირებას რეგიონებშიც იწყებს. აქ სასწავლებელად, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებს მიიღებენ. სკოლაში გაკვეთილებს კომაროვის მიერ შერჩეული კვალიფიციური პედაგოგები ჩაატარებენ და ხანგრძლივობა სამი საათი და 15 წუთი იქნება. გაკვეთილები ძირითადად შეეხება კომაროვის შაბათის სკოლაში აპრობირებულ კლასგარეშე საკითხებს, რომლებიც აზროვნებაზე და ლოგიკაზეა დაფუძნებული. სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებს ექნებათ სამი შემაჯამებელი წერა, რომელთაგან ბოლოს წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ჩაირიცხებიან კომაროვში.გადასახადი თვის განმავლობაში 50 ლარი იქნება, რაც ჯამში ოთხ მეცადინებას მოიცავს. სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრები ბავშვები გადასახადისგან თავისუფლდებიან, ასევე, შეღავათი შეეხებათ დედმამიშვილებს. მოცემულ შემთხვევაში ერთი გადაიხდის მთლიან თანხას, ხოლო მეორე და შემდეგი გადაიხდის ნახევარს, ანუ 25 ლარს. სკოლა გახსნასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 13 აპრილს, 13:00 საათზე. მის: ახალციხე, კოსტავას ქუჩა N18, მერიის ადმინისტრაციული შენობა. შეხვედრაზე დაინტერესებული მშობლები გაეცნობიან ინფორმაციას კომაროვის საშაბათო სკოლის მიზნებისა და სწავლების მეთოდების შესახებ და შეძლებენ ბავშვების დარეგისტრირებას.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება