შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ციხის ყოფილი საქმეთა მმართველი დირექტორს სასამართლოში უჩივის

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22179 
 11 აპრილი 2019
მაისურაძე სასამართლოს ძალით სამსახურში აღდგენისთვის იდავებს. იგი ახალციხის ციხეზე გახსნის დღიდან მუშაობს: „ჯერ ციხის ადმინისტრაციიდან დოკუმენტებს გამოვითხოვ და ადვოკატთან ერთად სარჩელს მერე მოვამზადებ“. მისი თქმით, ციხის ადმინისტრაციამ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტურისტების რაოდენობა გიზარდა: „ახალციხის ციხე რომ გაიხსნა მაშინ იყო საჭირო კადრები და იურისტი ცალ–ცალკე ახლა აღარ არის საჭირო, როცა უფრო მეტი ტურისტი შემოდის და შემოსავალი გაიზარდა?!“ მაისურაძესთან ერთად სამსახურიდან კიდევ ხუთი თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ შორის ერთი, გამწვანების ყოფლი სპეციალისტი რეზო გიქოშვილიც სამსახურში აღდგენას სასამართლოს გზით აპირებს. ახალციხის ციხეზე რეორგანიზაცია 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და ხუთ აპრილს დასრულდა. ააიპ–ში ჯამში ხუთი სამსახური დარჩა, სადაც 74 თანამშრომელია დასაქმებული. ესენია: ადმინისტრაციის სამსახური, ტურიზმისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური,მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, საფინანსო სამსახური და უსაფრთხოების სამსახური.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია