შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, ვისაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელმწიფოს ინტერესები"- ბახტაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37595 
 11 აპრილი 2019

ღრმად მწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელმწიფოსინტერესები, გააერთიანოს ქართული საზოგადოება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლადო კახაძის წარდგენაზე განაცხადა.

„ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვინაიდან, მთაწმინდა არის ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის გამორჩეული და ისტორიული უბანი. დღეს ქართველ ერს სჭირდება კონსოლიდაცია და ერთსულოვნება. კონსოლიდაცია ჩვენი ეროვნული ინტერესების გარშემო. მე ღრმად მწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელმწიფოს ინტერესები. შეუძლია დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები და გააერთიანოს ქართული საზოგადოება ამ ინტერსების გარშემო“,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, „საქართველოს წინაშე არის ძალიან ბევრი და მტკივნეული გამოწვევა“.

„ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვნებით და მუხლჩაუხრელი შრომით. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ახალი რეფორმა, ის ეროვნული იდეა, რომელიც აუცილებლად დაგვეხმარება რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა, ეს არის განათლება. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დღეს ვიმყოფები საზოგადოებაში, რომლისთვისაც განათლება არის განსაკუთრებული ფასეულობა“,- განაცხადა პრემიერმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია