შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინას, მიშას მხარდაჭერის გარეშე ვერ შევცვლით"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37596 
 11 აპრილი 2019

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა რეალისტურია და ეს ყველაფერი სანახევროდ მაინც მიშაზეა დამოკიდებული:  

„მიშაზე სანახევროდ არის დამოკიდებული ბიძინას გაშვება. მეორე ნახევარმა – არამიშისტები, ანტიმიშისტები და ა. შ. არიან უნდა ვიფიქროთ, რომ მიშას და მისი მხარდაჭერის გარეშე ბიძინას დამარცხება არ გამოდის და ასევე ის, რომ მხოლოდ მიშას მხარდამჭერები ბიძინას ხელისუფლებას ვერ შეცვლიან. ვაშაძისთვის მიცემულ 800 000 ხმაში ნახევარზე მეტი ანტიმიშისტური ხმებია პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც.

მიშა არ მოვა ვერ მოვა. საკუთარი რესურსი არ ჰყოფნის ბიძინას დასამარცხებლად. მიშას გარეშეც არ გამოდის. ამიტომ თანამშრომლობა ნაციონალური მოძრაობასა და მის სტაჟიან ოპონენტებს შორის ნიშნავს ბალანსს. ეს ნიშნავს, რომ ვერ მოდის მიშა. შემთხვევით ხომ არ არის, რომ ენმ-შიც დაიწყო განახლების პროცესი და თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ვაშაძე. აჩვენა, რომ ნაცმოძრაობა მარტო მიშასი აღარ არის. ნაციონალური მოძრაობის და მისი ოპონენტების თანამშრომლობის ისეთი ფორმატი თუ მოიძებნება, რომელიც ერთმანეთს დააბალანსებს. ვერც მიშა მოვა და ვერც ანტიმიშისტები ცალკე აღებული. მოსვლის პირობებში კი კოალიციური იქნება მმართველობა და მრავალპარტიული საქართველოს პოლიტიკა 30 წლის მერე მაინც.

ასეთ ვითარებაში ბიძინას დამარცხება ნორმალური ძალით შესაძლებელი იყო. ბიძინას შეეძლო მის მიერ შექმნილი მრავალპარტიული პოლუსიდან მრავალპარტიულობისკენ წასულიყო. ჩვენ და თავისუფალ დემოკრატებს გვინდოდა, რომ ის გადაგვეზარდა მრავალპარტიულობაში. ბიძინას უნდოდა ერთპარტიულობა“, – აცხადებს ბერძენიშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია