შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"პროვოკატორები და პოლიცია სჭირდებათ ჩემი შეშინებისთვის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37599 
 11 აპრილი 2019

ისინი უბრალოდ აპროტესტებდნენ რომ ჩემი საარჩევნო კამპანიის ჩაშლაში პოლიციელები მონაწილეობდნენ და ითხოვდნენ რეაგირებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრის დაკავებასთან დაკავშირებით სანდრა რულოვსმა განუცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის თქმით, იგი „აზრზე არ არის რას აბრალებენ დაკავებულებს“.

„მთელი დღე დავდიოთ ხალხთან შეხვედრებზე და დაგვსდევდა ერთი მანქანა. შიგნით იყო ორი ადამიანი. ჩვენ დავაფიქსირეთ ისინი, გავარკვიეთ, ვინ იყვნენ, მანქანაც გადავიღე და აღმოჩნდა, რომ ესენი იყვნენ პოლიციელები. დავურეკეთ სამართალდამცველებს და იმის მაგივრად, რომ დაეკავებინათ ეს ორი ადამიანი, რომლებიც უკანონო ქმედებაში იყვნენ შემჩნეული, ხელს გვიშლიდნენ ხალხთან შეხვედრაში, პროვოკატორებს გვეძახდნენ, ამის მაგივრად დააკავეს სამი ჩვენი ადამიანი. ისინი, ვინც უბრალოდ ამას აპროტესტებდნენ. ეს ძალიან მიუღებელი ფაქტია. პროვოკატორების და პოლიციელების ჩართულობა სჭირდებათ ჩემი შეშინებისთვის, ტერორისთვის, ხელისშეშლისთვის, რადგან ჩვენ ხალხთან მიგვაქვს სიმართლე, ჩვენ ხალხს ვთავაზობთ განვითარებას, ვთავაზობთ გათავისუფლებას ამ მონობიდან. მანამდე სანამ ქვეყანა უფსკრულში არ ჩავარდება, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ზუგდიდიდან დავიწყოთ საქართველოს გათავისუფლება. ამიტომ ჩვენ არ შეგვეშინდება“- განაცხადა სანდრა რულოვსმა "ინტერპრესნიუსთან"

დღეს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობნის გაწევასა და დაუმორჩილებლობაში ედებათ ბრალი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია