შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ანის სკოლაში მასწავლებლისთვის საათების შემცირების საქმეს აუდიტი სწავლობს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22199 
 12 აპრილი 2019
განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი ანის სკოლაში მიმდინარე მოვლენებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აღნიშნულ უწყებას ერთ–ერთმა პედაგოგმა თამარ ინასარიძემ წერილობით მიმართა. „განათლების სამინისტროს შიდა აუდიტიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საქმე მოსაკვლევად მათ ჩემი განცხადებისა და ასევე „სამხრეთის კარიბჭისთვის“ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე გადაეცათ. თუმცა, საქმე მხოლოდ მე არ მეხება, ჩემთან ერთად აუდიტი შეისწავლის სკოლიდან გათავისუფლებული ადმინისტრატორის საკითხსაც“, – ამბობს თამარ ინასარიძე. სკოლაში მიმდინარე მოვლენებით, რომ აუდიტის სამსახური დაინტერესდა, ამას ანის სკოლის დირექტორი მარიამ კაპანაძეც გვიდასტურებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს: „ჩვენი კონტაქტი ჯერ მხოლოდ ტელეფონით შედგა, დამირეკეს და მკითხეს ორი პედაგოგის შესახებ მუშაობდნენ თუ არა სკოლაში, დეტალებზე ვერ გესაუბრებით, რადგან ეს სკოლის შიდა საკითხებია“.ანის სკოლის დირექტორმა ადმინისტრატორი რუსუდან დავლაშერიძე სამსახურიდან გაათავისუფლა, მასწავლებელს თამარ ინასარიძეს კი საათები შეუმცირა. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი