შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი მხოლოდ კარტოფილისა და ხახვის იმედად არის დარჩენილი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37621 
 12 აპრილი 2019

"მიზნის მისაღწევად საჭიროა ყოველდღიურ რეჟიმში ბრძოლა ხალხთან ერთად, და არა მხოლოდ ფრაგმენტულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. დღეს მთავარია საპროტესტო გამოსვლები, იქნება ეს ტაქსის მძღოლების თუ დევნილების პროტეტესტი" - აცხადებს ლეიბორიტსული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"შუალედურ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მიზნის მიღსღწევად საჭიროა არა ფრაგმენტულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, არამედ ბრძოლა ყოველდღიურ რეჟიმში ხალხთან ერთად. თუ არ ვიქნებით ხალხის გვერდით, არ ვიზრუნებთ მათ დასაცავად, არჩევნებამდეც ვერ მივალთ, ამიტომ დღეს მთავარია საპროტესტო გამოსვლები, იქნება ეს ტაქსის მძღოლების თუ დევნილების პროტესტი. ამ აქციებს კი სათავეში უნდა ჩაუდგეს ის პარტიები, ვისაც ხალხთან მიესვლება.

ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია საპროტესტო გამოსვლების; დღეს ის არის უმძიმეს მდგომრეობაში და ტელეეთერში უკვე ბოდავს. მისი რეიტინგი ძალიან დაბალია და საზოგადოებამ დაინახა შუბლგაწყვეტილი, კორუფციული მონსტრი, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორც გააღარიბოს საზოგადოების ყველა ფენა. ივანიშვილს საზოგადოების მხარდაჭერა აღარ გააჩნია და მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის, კარტოფილისა და ხახვის იმედად არის დარჩენილი."- განაცხადა ჩხარტიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია