შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლებში ქართული საგალობლების შესწავლა სავალდებულო ხდება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37629 
 13 აპრილი 2019

სკოლებში ქართული საგალობლების შესწავლა სავალდებულო ხდება - ამის შესახებ, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ეროვნულ მუზეუმში ისაუბრა.

აღნიშნული თხოვნით, პრემიერს საქართელოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რამდენიმე დღის წინ მიმართა.

„ჩვენი სურვილი და მოწოდება არის ის, რომ საქართველოში, ყველგან, ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და მათ შორის ჩვენი უნიკალური საგალობლები" - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია