შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘თუ გინდათ მოქალაქეობა, ისწავლეთ ქართული’– პრეზიდენტი ეთნიკურ სომხებს მოქალაქეობის აღდგენაზე

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22216 
 14 აპრილი 2019
დღეს, 14 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალქალაქში იმყოფება და აქ დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება სკოლებში გოგბაშვილის დედანის დაბრუნებაზე გაამახვილა: „ის ფაქტი, რომ ეს დედა ენა უბრუნდება სკოლებს და ამით ისწავლიან ბავშვები სახელმწიფო ენას, ეს არის შესანიშნავი“. მან შეკრებილ საზოგადოებას, იმისთვის რომ მასთან შესახვედრად მივიდნენ, მადლბა გადაუხადა: „მინდა ყველას მადლობა გითხრათ ვინც აქ მოხვდით. ვიცი რომ ყველას არ გესმით ქართული, ზოგს შეიძლება ნაწილობრივ გესმით მაგრამ მნიშვნელოვანია რომ მაინც მოხვედთ“. პრეზიდენტი ამბობს, რომ იგი ვალდებულია ქართულ სახელმწიფო ენას პოპულარიზაცია გაუწიოს: „მინდა, რომ ქართლი ენა გახდეს ნამდვდილად სახელმწიფო ენა, ყველას ენა, როგორც მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მე მაქვს პასუხისმგელბობა, ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე. რატომ არის საჭირო, რომ სახლემწიფო ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი? იმიტომ რომ ენა არის მთავარი კარი ურთიერთობებისა, თუ გვინდა რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, გავუგოთ, პატივი ვცეთ, ეს ყველაფერი გადის საუბარზე, ურთიერთგაგებაზე“. ზურაბიშვილის თქმით, რომ არა 1978 წლის 14 აპრილის, საქართველო დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა: „ენა არის კარი სახლემწიფოს გაძლიერებისა. ამისთვის იბრძოდნენ 14 აპრილს, 1978 წელს, რომ სახლემწიფო ენა ყოფილიყო დაცული და მათ რომ არ გაემრჯვებინათ, მერე არ მოყვებოდა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოს აღდგენა. ეს ყველაფერი არის ერთად და ძალინ მჭირდროდ გადაჯაჭვული, არ შეიძლება ერთი მეორეს გარეშე“. პრეზიდენტის თქმით, ძნელია იყო საქართველოს სრულყოფილი მოქალაქე, თუ არ იცის სახელმწიფო ენა: „მაქვს დიდი სურვილი ყველა, ვინც აქ ბრძნდებით, თქვენი შვილები, გახდეთ სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ არის რომ მე ძალინ ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოაქალქეობა იყოს ყველასთვის შესაძლებელი. დღეს ყველას აქვს უფლება დაიბრუნოს და აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობდა. ამისთვის უნდა გადადგათ ერთი ნაბიჯი, რაც ნიშნავს იმას რომ თუ გინდათ მოქალაქეობა ამ ქვეყნის, ეს არის ამ ენის სწავლა იმ დონეზე, მაინც რომ ჩააბაროთ ის პატარა გამოცდა რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს. ეს არის სიმბოლური, მაგრამ ამავე დროს ძალინ ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უნდა, რომ თქვენ გახდეთ სრული მოქალაქეები“. პრეზიდნტმა ახალქალაქის კულტურის ცენტრში სიტყვით გამოსვლა ქართულენოვანი საბავშვო ბაღების გახნის აუცილბელობაზე საუბრით დაასრულა: „მიდნა გითხრათ, რომ მე, ჩვენ, სახელმწიფო არფარეს დავიშურებთ იმისთვის, რომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფო ენა. სულ აპტარა ბავშვებისთვის ბაღიდან წიეყაბ ენის შესწავლაც და კარიერაც. აქედან დღეს ახალქალქიდან უნდა ვთქვა ხმამაღლა, რომ აუცილებელია ის, რომ ძალიან მოკლე მოამვალში გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა–ბაღი. მოამვალ წელს, როცა აქ ჩამოვალ ეს აღარ ქინება სურვილი, ეს იქნება განხორციელებული“. პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. გუშინ, 13 აპრილს, იგი რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს ახალციხეში,სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილა. ამის შემდეგ პრეზიდენტი, სოფელ ღრელში მეფუტკრეს ზაზა ივანიძეს ეწვია, მოგვიანებით კი ახალგაზრდა მეწარმეებს შეხვდა. გუშინვე, საღამოს პრეზიდენტი ახალქალაქში გაემგზავრა, აქ იგი დღეს, 14 აპრილს დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

მაგიური მადათაფა [ვიდეო]