შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვანიშვილმა ქვეყანა დაცლილ აკუმულატორს დაამსგავსა"- ოქრუაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37672 
 14 აპრილი 2019

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“  დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება, ოფისი(ათონელის №6) კი ისე იქ ექნებ სადაც 12 წლის წინ დააკავეს – ამის შესახებ მან „კურიერთან“ განაცხადა.

„სიმბოლური ხდება ერთ რამ, 12 წლის მერე ფაქტობრივად იგივე მიზნით, იგივე ფუნქციით ისევ აქედან ვიწყებ „ყველაფერს“. დროდადრო ეს ყველაფერი გამოჩნდება.

ყველა უბედურების სათავე რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება არის ერთი პიროვნება – ბიძინა ივანიშვილი. რომელიც ნებსით თუ უნებლიედ, შეგნებით თუ შეუგნებლად, ქმედებით თუ უმოქმედობით აფუჭებს ძალიან ბევრ რამეს ქვეყანაში. ამ ადამიანმა  ქვეყანა დაამსგავსა დაცლილი აკუმულატორს. ქვეყანა იცლება, მიდის, არანაირი დადებითი მუხტი და ემოცია არცერთ სფეროში არ იგრძნობა.

მე არ მაქვს ამბიცია, რომ მარტო მე რამის შეცვლა შემიძლია. ბევრი თუ არ შევიკრიბებით არა მარტო პოლიტიკური სპექტრიდან, არამედ მთლიანად საზოგადოება, ვერავინ ვერაფერს გავხდებით.

ამიტომ, ძალა ერთობაშიას დევიზით უნდა შეცვალოთ ეს პიროვნება და მთლიანად ხელისფლება. ფორმულა ყველა -1 იქნება გამოსავალი. ჩვენ მას აუცილებლად მივიყვანთ მატჩის ბიუროში. ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია