შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა (R)

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
 06 ოქტომბერი 2018

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა მიმდინარე საარჩევნო კამპანია იყო.

 

დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს მივაწოდე ინფორმაცია საარჩევნო კამპანიაზე, კამპანია მიმდინარეობს უხამსი სიტყვებისა და აგრესიული ტონალობის ფონზე, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს, ასეთი აგრესიული და ძალადობრივი ფორმით, მუქარის ტონით ჩაერიოს საარჩევნო კამპანიაში. მათ ეს გაუკვირდათ, წყინთ, რადგან საქართველოს არ აქვს ეს სურათი საზღვარგარეთ და სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც, როდესაც არ არის პირდაპირი პარტიული არჩევნები და ვიძახით, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ვიღებთ ასეთ სურათს”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია