შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი ფულის გარეშე არის მოლიერის “აღზევებული მდაბიო"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37707 
 16 აპრილი 2019

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ფულის გარეშე არის მოლიერის აღზევებული მდაბიო – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა „ხალხის პოლიტიკაში“ განაცხადა.

“ამ კაცს აქვს ამბიცია, რომ საქართველოს ისტორია დაიწყოს თავისი პოლიტიკური საქმიანობიდან. ამისთვის ამ გაუბედურებულ ქვეყანაში მილიონებს ხარჯავს სერიალზე. წარმოუდგენელი რამ მოვისმინე, დადგნენ ბოდიში და  ეს „გამპრავებლები“ და საუბრობენ კინო ინდუსტრიის აღმავლობაზე, ჰოლივუდის, ინდოეთის და კორეის… სრული სისულელე.

ყველაზე არასწორი პოლიტიკაში არის, ის რომ მოწინააღმდეგეს შესაბამისად და ზუსტად ვერ აფასებ. ამიტომ ვფიქრობ რომ ამისგან შორს ვარ.   რა თქვა უნდა ფული ივანიშვილის შემთხვევაში ძალიან დიდი ფაქტორია, ფულის გარეშე იქნება მოლიერის „აღზევებული მდაბიო” – განაცხადა გიგი უგულავამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია