შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძიმითელი გლეხები ამერიკისაგან ვიეტნამის დატოვებას მოითხოვენ-სევერიან მუხაშავრიას საგანგებო კრება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37711 
 16 აპრილი 2019

.."გაგანია" "ვიეტნამის ომია" და კოლმეურნეობებში ტარდება საგანგებო კრებები, სადაც გლეხები კატეგორიულად მოითხოვენ ამერიკისაგან, რომ ამ უკანასკნელმა სასწრაფოდ დატოვოს ვიეტნამი... როგორც გაირკვა საბჭოთა საქართველოს გლეხობის "ერთსულოვანი" მოწოდება არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ამერიკას ვიეტნამი დაეტოვებინა და "ზევიდან" მოვიდა ბრძანება თითო-თითო კრება ყველა კოლმეურნეობამ ჩაატაროს თავიდან, განმეორებით და მიმართვები ხელახლა მიიღეთო...

ჰოდა ერთი კვირის თავზე კვლავ შეკრიბა ძიმითელი გლეხობა კოლმეურნეობის თავმჯდომარემ, სევერიან მუხაშავრიამ.. როცა მან დამსწრეთ დღის წესრიგი გააცნო უცებ ერთი ბრიგადირი წამოხტა და სევერიანს ჰკითხა:"ბატონო სევერიან ერი კვირის თავზე მუუწოდეთ მაგენს და რავა კიდო არ წასულანო..." .. სევერიანემ გადახედა ბრიგადირს, დაასკვნა რომ ეს უკანასკნელი ყოფას დასცინოდა და უთხრა:"აი საქმე მეტად სერიოზულია ბიძია და ვისაც ეღლიცინება მიბრძანდეს გარეთო"... მანანა ქილიფთარის ნაამბობიდან;

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია