შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი აშენდება-რა ბედი ელით ხვალიდან ქუჩის ძაღლებს?

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37754 
 17 აპრილი 2019

"ოზურგეთში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი აშენდება, მანამდე კი მაწანწალა ძაღლებს, რომლებიც მოქალაქეებს ყოველდღიურად უქმნიან პრობლემებს, ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიებს მოაშორებენ"-ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ოზურგეთის ვიცე მერმა, ალეკო სურგულაძემ მას შემდეგ განუცხადა, რაც შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან საგანგებო თათბირი დაასრულა.

როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, დღეს მას საკმაოდ მკაცრი საუბარი ჰქონდა იმ სამსახურის თანამშრომლებთან, რომელიც ვალდებულია მიუსაფარი ძაღლების პრობლემების გადაჭრაზე იზრუნონ: 

"პირველ რიგში, მინდა ოზურგეთელებს და იმ პედაგოგს, ღვაწლმოსილ ქალბატონს მოვუხადო ძალიან დიდი ბოდიში, იმის გამო, რაც გუშინ შეემთხვა. ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა მომსახურების სერვისცენტრის თანამშრომლებთან, რომლებიც ვალდებულები არიან ამ კუთხით აკონტროლონ სიტუაცია. 4 ადამიანი არის იქ  სპეციალურად იმისთვის დასაქმებული, რომ მსგავსი პრობლემები არ არსებობდეს. 

ჩვენ გვაქვს დროებითი თავშესაფარი, იქ მუდმივად ვერ გააჩერებენ ამ ძაღლებს. არასამთავრობოების და ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების მიერ არის ამ მხრივ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები, რომ მათ უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი აცრები, კასტრაცია და რამდენიმე დღის შემდეგ უნდა გამოუშვან ვოლიერებიდან. 

ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ დღეს და მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ძაღლების თავშესაფარი აშენდეს ოზურგეთში. ეს წელს ვერანაირად ვერ მოხერხდება, ბიუჯეტი არ მოგვცემს ამის შესაძლებლობას, მაგრამ ეს აუცილებლად გაკეთდება სამომავლოდ"-გვითხრა სურგულაძემ, რომელიც კითხვაზე-თავშესაფრის აშენებამდე როგორ აპირებენ მოქალაქეების დაცვას ქუჩის ძაღლების თავდასმებისგან?-გვპასუხობს რომ: "გაძლეირდება მონიტორინგი, ყოველდღიურად მოხდება ქალაქის ტერიტორიების შემოვლა და ძირითადად ხალხმრავალი ადგილებიდან, რესტორნების, მაღაზიების, ბაზრის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლების ქალაქგარეთ გაყვანა მოხდება. 

რაც შეეხება მიუსაფარ ძაღლთა დროებით თავშესაფარს, რომლსაც გოგი მაღლაკელიძე უკვე წლებია ხელმძღვანელობს, ვერც ერთ ეტაპზე პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო. უფრო მეტიც, ოზურგეთში ამ მხრივ მდგომარეობა ყოველწლიურად მძიმდება და როგორც ადგილობრივები საუბრობენ, ძაღლებს არც დროებითი და არც ხანგრძლივი მოვლა-პატრობის არაფერი ეტყობათ,  განსხვავებით მათი "შეფისგან", რომელიც ყოველწლიურად უფრო ძვირად ღირებულ ავტონქანასთან ერთად, ახალი ბინების ყიდვასაც უპრობლემოდ ახერხებს. 

შესახსენებთ, რომ გუშინ სუპერმარკეტ "მოდერნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლებმა 76 წლის ქალბატონი დაკბინეს. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია