შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ექსკლუზივი: ურეკში ცენტრალურ მაგისტრალზე ღამის განათებების კაბელები მოიპარეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37736 
 17 აპრილი 2019

როგორც გურიის მოამბისთვის ხდება ცნობილი, დაბა ურეკში ცენტრალურ მაგისტრალზე ღამის განათებების კაბელები მოიპარეს.

შემთხვევა მიმდინარე კვირის დასაწყისში მოხდა.  

წითელი ხიდი-სარფის ცენტრალური ავტობანის ურეკის მონაკვეთზე (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) გამოძიებისათვის ჯერ ჯერობით დაუდგენელმა პირებმა, 4 კილომეტრიან ზოლში ღამის ელექტრო კაბელები  მოიპარეს და აქედან, უკვე რამდენიმე დღეა აღნიშნინული მონაკვეთი განათების გარეშეა დარჩენილი.

მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან  შსს მომხდარს არ ადასტურებს.

თუმცა ჩცვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ადასტურებენ ის ადამიანები, ვინც ამ საკითხს (გარე განათება) უშუალოდ კურირებენ.  

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა