შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გული დამისერეთ თქვენ მე"-ავღანეთში დაღუპული ოზურგეთელი გმირის საფლავზე ბზა აჩეხეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37782 
 18 აპრილი 2019

ავღანეთში 2011წელს გმირულად დაღუპული ოზურგეთელი, გია გოგუაძის საფლავზე ბზა აჩეხეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაღუპული ჯარისკაცის დედა წერს: 

"არ ვიცი როგორ დავიწყო, ისეთი აღშფოთებული ვარ. ნუთუ ადამიანები იქამდე მივედით,რომ ოცი წლის ომში დაღუპული ახალგაზრდას სასაფლაოს ეზოდან ბზა ნაჯახით ჩამოჭრა, გასაყიდათ წაიღო და სული დამშვიდებული გგქონდეს. რა ხდება, მართლა ვერ ვიგებ. ერთი ტოტი თუ გინდოდა ვინც ეს გააკეთე-მოსულიყავი და დაგლოცავდი ისე გაგატანდი. ამდენი? ეს უკვე ყოველგვარ საზღვარს ცდება. შეიძლება სხვისთვის არაფერია, მაგრამ ჩემი გულისთვის დიდი ტრავმაა. მომიტევოს უფალმა ხმამაღლა განცხადებისთვის. თქვენ მეორედ მიაყენეთ გიას სულს შეურაცყოფა. შეგინდოთ უფალმა, რადგან მე , უბრალო მოკვდავს არ შემიძლია უფლის სახელით განგიკითხოთ, რამეთუ ქრისტე მაცხოვარმა ავაზკს შეუნდო, გული დამისერეთ თქვენ მე. თქვენს სინდისზე იყოს. არამგონია ამის გამკეთებელმა გაჭირვებისთვის ჩაიდინა, არა, ის უბრალოდ მიჩვეულია იოლ ფულს. გაითვალისწინეთ რომლებიც ხართ ამ ბრალდების ქვეშ-მომალ წელს უკვე მიწიდან ამოგთხრით. აი, მაშინ კი მიფრთხილდით! თქვენ მე გამანადგურეთ. საქმე ბზაში არაა-გიას უპატივცემულობა მგონია და როცა გიას ეხება ,მაშინ უკონტროლო ვხდებიიი"....წერს ნონა გოგუაძე. 

ავღანეთში გარდაცვლილი ოზურგეთელი გია გოგუაძე სოფელ ბოხვაურშია დაკრძალული. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია