შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"აჯანყდება ხალხი და მოხდება რევოლუცია, ეს აუცილებელია ჩვენს გადასარჩენად"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37801 
 19 აპრილი 2019

ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილმა უპერსპექტივო მდგომარეობამ, ქართველების ნაწილი აიძულა ქვეყანა დაეტოვებინა და სხვაგან ეძებნა გადარჩენის გზა. 

 ხელისუფლება ევროპის დარწმუნებას ცდილობს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ამით უცხო ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლებიც უკვე სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენეს. 

მშიერი ბავშვები, უმუშევრობისა და სიდუხჭირის გაზრდილი მაჩვენებელი ადამიანებში უიმედობას აჩენს და უმრავლესობაც დღეს  გამოსავალს სწორედ  გაქცევაში ხედავს. 

ამ კრიზისული სიტუაციიდან, რაშიც დღეს ქვეყანა იმყოფება, პოლიტიკურ,  ეკონომიკური და სოციალური კუთხით და რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის აქ  ცხოვრება გაუსაძლისი გახადა, თუ რა ესახებათ პერსპექტივად, რაც მათი აზრით, უახლოეს მომავალში სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის, ამ საკითხებზე "გურიის მოამბემ" რამდენიმე ადგილობრივის აზრი მოისმინა. 

ზ.ვ. -ვერაფერს კაის ვერ ვხედავ სამომავლო პერსპექტივაში. არც არაფერი იქნება, იმედი არ გვაქვს. თუ ასე  გაგრძელდა, აჯანყდება ხალხი და მოხდება რევოლუცია, რომელიც აუცილებელია ჩვენს გადასარჩენად.  მაგენი  თავისი  სკამებიზა და ჯიბიზა  ებრძვიან ერთმანეთს, არ ჩერდება არც ერთი და არც მეორე პარტია  და ეს გაჭირვებული ხალხი კი არის  ისევ  გაჭირვებაში. გაუძვირეს ხალხს ცხოვრება-პური ძვირი, მარილი ძვირი, შაქარი ძვირი ხახვი...რით უნდა ვიარსებოთ?  არსებობის წყარო შეზღუდულია.

ნ.თ. - რაა სამომავლოდ  უკეთესება, პირიქით უკან-უკან მივდივართ ყველა წელიწადს.

ჭ.ტრაპაიძე - მთავრობის შეცვლით. როგორადაც  და რის ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს და რაც არ უნდა მოხერხდეს, ეს აუცილებელია. უნდა შეიცვალოს მთავრობა, რომ საქართველო მთლად ჭაობში არ ჩაიძიროს. ეს უნდა მოხდეს  ჩვენი ერთად  დგომით  და  ვაიძულოთ უნდა   ეს მთავრობა, რომ წავიდეს. ჩემი აზრით, ხალხის  უმეტესობა ამ განწყობაზეა  და ამის დიდი სურვილი აქვს, ოღონდ დაშინებულია ხალხი.

მ.ფ. - ჯიპებიდან ჩამობრძანდნენ. ხალხზე მეტი  მანქანები  რომ არის. თუ კი ვინმე მთავრობაში შევიდა,  ყველას მანქანები რომ ჰყავს. გააკოტრეს და გააუბედურეს ისედაც  გაღატაკებული  მოსახლეობა. და,  მაშინ ეშველება  ხალხს.  ეს იქნება პირველი გამოსავალი უკეთესობისკენ; მეორე გამოსავალი ის იქნება,  პური-გაძვირების მაგივრად გააიაფონ. მოუკლონ მათ პირად კომფორტებს.  არაა  ამხელა ხელფასები  საჭირო. მარტო მათ შვილებს უნდათ ჭამა-სმა და კომფორტი? თურმე ექვსი და შვიდსულიანი ოჯახისთვის  300 და 400 ლარია საკმარისი... პური მისცენ ხალხს პური, სანამ  ჯანყი მოგვიწყვია და რევოლუციით გადაგვიგდია ეს მთავრობა-გვეუბნებიან გურულები. გურულები. 

ქ.მ. - საჭიროა ვინმე ისეთი პატრიოტი, რომელსაც საქართველო ეყვარება.  ქართველი ყოველთვის ხავსს  ეჭიდებოდა  და ახლა ის ხავსიც აღარ აქვს მოსაჭიდებლად.

ვრცლად მასალა დაიბეჭდება "გურიის მოამბის" ორშაბათის ნომერში

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
კულტურა
გურიის მოამბე

"არტ-გენი 2019"