შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლება რღვევის პროცესშია"- დავით ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37815 
 20 აპრილი 2019

თუ ლაშა ჟვანიასთვისაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილიყოფილიყო უფროსი, მეტი რა უნდა ვთქვათ“, - ასე შეაფასა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ლაშა ჟვანიას მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.

როგორც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესები, ხელისუფლების რღვევაზე მიანიშნებს.

„თუ ლაშა ჟვანიასთვისაც კი შეუძლებლი აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილიყოფილიყო უფროსი, მეტი რა უნდა ვთვქათ. ლაშა ჟვანია ხომ ისეთი კაცია, თვინიერი და ა.შ, ესეც ხომ არ არის ხელისუფლება?! სასახლესთან დაკავშირებითაც რომ ვთქვათ, რამდენი ხანი გვითვალა ივანიშვილმა, რა ღირს ეს ერთი სასახლე. ახლა კიდევ ორი გვაქვს. ერთი, თურმე სადაც მუშაობს სალომე ზურაბიშვილი და მეორე, სადაც შეხვედრებს მართავს. რა არის ეს?! მიმდინარეობს ხელისუფლების რღვევის პროცესი. ვიღაცა წავა, ვიღაცა მოვა, მაგრამ 8 თვის წინ დანიშნული მინისტრი ქობულია მიდის და ის საკითხია - ან რისთვის მოგყავდით, ან რისთვის მიშვებთო. 3 თვის წინ დანიშნული ლაშა ჟვანია უკვე მიდის და სალომე ზურაბიშვილს ვერ უძლებს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ლაშა ჟვანია 1-ელი მაისიდან ტოვებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და მუშაობას საპატრიარქოში აგრძელებს

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია