შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეშახტეების დასახლება მეშახტეების გარეშე [ფოტო/ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22297 
 19 აპრილი 2019
გარეუბანს სახელი ამავე ტერიტორიაზე მდებარე მეორე შახტის გამო დაარქვეს. ერთ დროს ყველაზე ხმაურიანი დასახლება დაახლოებით 30 წლის წინ დადუმდა, დაიხურა სამი შახტი, დასაქმებულებმა მათთვის აშენებული ორსართულიანი კორპუსებიც დატოვეს. ახლა აქ 400-ის ნაცვლად 150 ოჯახი ცხოვრობს. მეორე შახტი, რომლიც დღემდე მოქმედია ერთ–ერთ კომპანიას ეკუთვნის. შპს „ჯეოფერტი“ ნახშირს პერიოდულად და მცირე რაოდენობით აწარმოებს.გიორგი სტანჩიკოვი 88 წლისაა. მეშახტედ მუშაობა 14 წლისამ დაიწყო. დღემდე ახსოვს ის დღე, როდესაც პატარა ბიჭს წერაქვი მისცეს და 220 მეტრის სიღრმეზე ჩაუშვეს. მუხლამდე წყალში მდგარი 41 წელი ანგრევდა კედელს და ნახშირი რკინის ვაგონებით ამოჰქონდა.„ყველას უკვირდა ასეთ პატარას მაღაროში როგორ ამუშავებენო. კამეჩის ტყავივით გაუხეშებული მქონდა მხარი 800 კილოგრამიან ვაგონს რომ ვაწვებოდი, 40–50 მეტრი უნდა გვეთრია. დაუზარელი და ხათრიანი კაცი ვიყავი, სადაც თითს გამიშვერნენ იქით გავრბოდი. 1949 წლიდან ვალის ოთხივე შახტში მაქვს ნამუშევარი, სანამ არ დახურეს მანამდე“, – იხსენებს უხუცესი მეშახტე.ამბობს, რომ თავიდან გამოცდილება აკლდათ, მეშახტეების დაღუპვის შემთხვევებიც ხშირი იყო. „60–იანი წლები იყო, გვირაბში მუშაობდნენ შიგნით წყალი ყოფილა ჩაგუბებული სამმა მუშამ გამოსვლა ვერ შეძლეს და იქვე დაიღუპნენ. პრაქტიკა არ გვქონდა ამიტომ გარბოდნენ მუშები. რთულია მეშახტის პროფესია, 12 საათის განმავლობაში ვმუშაობდით, შახტში ხან დაგროვილი გაზი ფეთქდება, ხან ჭერი ინგრევა, ერთხელ „ზავალში“ მოვყევი და ხერხემალი მაქვს დაზიანებული, ფეხიც მოვიტეხე“, – ამბობს გიორგი სტაჩიკოვი. მეუღლე გარდაეცვალა, წლებია მარტო ცხოვრობს, მძიმე პირობებში მუშაობამ თავისი ქნა, ცალი თვალიდან ვერ ხედავს, სიარულიც უჭირს. სახლიდან გამოსული ყოველ დილით იმ შახტს გაჰყურებს, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალია. ვალელი მეშახტეები. 1960 წელი.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება