შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ავღანეთში ქართულ საჯარისო კონტინგენტში საპრეზიდენტო არჩევნები უკვე ჩატარდა და იქ ენმ–ს კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. ცესკოში ამბობენ, რომ არჩევნები ავღანეთში ჩატარდა, თუმცა ჯერ ხმები არ დაუთვლიათ.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 25 ოქტომბერი 2018
საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირეს ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა. კენჭისყრა ორ საარჩევნო უბანზე შედგა. აქ არსებულ სამხედრო ბაზაზე 875 ქართველი ჯარისკაცია დისლოცირებული. ამ არჩევნებს მიხეულ სააკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. მან ფესიბუქზე საარჩევნო ბიულეტენი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. ცესკოში ამბობენ, რომ აქ ჩატარებული არჩევნების შედეგებს 28 ოქტომბერს არჩევნების დასრულების შემდეგ დაითვლიან. ამ დროისთვის კი უცნობია თუ რომელმა კანდიდატმა მიიღო ხმების უმრავლესობა. [skmews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება