შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საარსებო მინიმუმი ნიშნავს სიცოცხლის შენარჩუნებას - "საქსტატის" განმარტება

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61984 
 22 აპრილი 2019

 

რამდენიმე დღის წინ საქსტატის გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ საარსებო მინიმუმის შესახებ, რომ ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 361 ლარი და 20 თეთრია, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და უკმაყოფილობის მუხტი განავითარა, რადგან ეს ციფრი რეალობასტან ძალიან შორსაა. 

 

დღეს კი კიდევ უფრო საინტერესო კომენტარი გავრცელდა, სადაც "საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე bm.ge-ისთან საუბარში აცხადებს: “საარსებო მინიმუმი არ ნიშნავს იმას, რომ ეს თანხა ადამიანის არსებობისთვის საკმარისია.” 

 


თოდრაძის თქმით, საარსებო მინიმუმი განმარტების მიხედვით, არის იმ ენერგეტიკული ღირებულების და იმ კალორიების მინიმალური რაოდენობა, რომელიც შრომისუნარიანი ასაკის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელია. 



“მე თუ მკითხავთ, რომ ეს თანხა არის თუ არა არსებობისთვის საკმარისი, პირადად ჩემთვის შეიძლება არ იყოს და სხვისთვის - იყოს. ეს არ არის ის თანხა, რომელიც ადამიანს უნდა ეყოს, ან უნდა იარსებოს. 



საარსებო მინიმუმი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, რადგან საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით არ არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა - ბევრი ქვეყანა ამ მაჩვენებელს არ ანგარიშობს. ის იმ მინიმალურ სასურსათო კალათას ეფუძნება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანების საფუძველზეა დამტკიცებული. “საქსტატი” ამ შემთხვევაში იმ სასურსათო კალათის ღირებულებით ასახვას ახდენს ფასებზე სტატისტიკური გამოკვლევის საფუძველზე“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.



ცნობისთვის: საქსტატის გაანგარიშებით, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 361 ლარი და 20 თეთრია. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 321 ლარს, სამსულიანის - 288 ლარს, ორი ადამიანისგან შემდგარი ოჯახის ყოველთვიური საარსებო მინიმუმი კი, თვეში 256 ლარს შეადგენს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია