შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" მე აუცილებლად ჩავალ საქართველოში"- სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37867 
 22 აპრილი 2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის უშიშროების  და საზღვრის დაცვის სამსახურს უკვე მიმართა წერილობით, როგორც უკრაინაში დაარსებული „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს, მიეცეს ქვეყანაში შესვლის უფლება და მოუხსნან ვიზაზე უარი.

“იმედს ვიტოვებ პასუხს სწრაფად მივიღებ  და უკრაინაში მალე დავბრუნდები.  მინდა ვუთხა იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რა გინდა ქართველს უკრაინაში, მე აუცილებლად ჩავალ საქართველოში.

საქართველოში არ მიშვებს რუსი ოლიგარქი ივანიშვილი (პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე), ისევე როგორც არ მიშვებდა ოლიგარქი პოროშენკო(პეტრო პოროშენკო. უკრაინის პრეზიდენტი) და მისმა დაცვამ გამიტაცა და გამაგდო ქვეყნიდან“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო ჩართვაში განაცხადა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო, ხოლო 2017 წლის ივლისში მას იგი ჩამოერთვა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ შესაბამისი განკარგულება იმის გამო გასცა, რომ მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პასპორტის მიღებისას ცრუ ინფორმაცია წარადგინა და არც ის უხსენებია, რომ მის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

2018 წლის თებერვალში სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, ამ ეტაპზე კი იგი ნიდერლანდებში ცხოვრობს.
2019 წლის 12 მარტს კი, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას მერე, რაც პეტრ პოროშენკო ვერ გაიმარჯვებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, უკრაინელი მესაზღვრეები აღარ შეასრულებენ მის განკარგულებას სააკაშვილის ქვეყნის ტერიტორიაზე არშეშვების შესახებ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია