შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ეჭვი მაქვს ბოლოს ყველაფერი ამერიკას, სოროსს და თავსმოხვეულ კოჰაბიტაციას დაბრალდება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37852 
 22 აპრილი 2019

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ეხმაურება. შეფასებას ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 

"ფბ-ს გადავხედე და როგორც მოსალოდნელი იყო, პანკისის ამბებზე ქოცები ნაცების პროვოკაციის ვერსიისკენ იხრებიან. მთლად ვერ ბედავენ ამის პირდაპირ თქმას, მაგრამ ბევრიც არ უკლიათ. სულ "მართული პროცესი", "ცეცხლზე ნავთის დასხმა", "მცირე ჯგუფის მიერ სიტუაციის საგანგებოდ გამწვავება" და ა. შ. ტიპის ფრაზები მხვდება.

თან მაგარ გატეხილში არიან ხელისუფლებამ რომ უკან დაიხია (არადა ეს ერთადერთი ჭკვიანური ნაბიჯი იყო მთავრობის მხრიდან მთელ ამ პროცესში). ეჭვი მაქვს ბოლოს ყველაფერი ამერიკას, სოროსს და თავსმოხვეულ კოჰაბიტაციას დაბრალდება,"-წერს ზურაბიშვილი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია