შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლებამ 5 მეგავატიანი ჰესის გამო, 5000 მეგავატიანი პრობლემა შექმნა“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37858 
 22 აპრილი 2019

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

„ ნათია თურნავა შს მინისტრის უფროსია?

ასე გვაქვს საქმე?!

საერთოდ არ უნდა გვაინტერესებდეს, ვინ ვის რა ურჩია, ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა, პასუხიც უნდა აგოს!

ამიტომ, პირველი და უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომელიც დასასმელია, ბოლომდე გამოსაძიებელია და დამნაშავე დასასჯელია, იმ ადამიანის ვინაობის გარკვევაა, ვინც ასეთი პროგნოზი გააკეთა და ასეთი რისკის ქვეშ დააყენა სპეცრაზმიც, პანკისიც და საქართველოც.

პანკისის ხეობაში, ხელისუფლებამ ხუთმეგავატიანი ჰესის გამო, ხუთიათას მეგავატიანი პოლიტიკური პრობლემა შეუქმნა ქვეყანას.

როგორც მინიმუმ, ეს იყო წარმოუდგენელი არაპროფესიონალიზმით განხორციელებული სპეცოპერაცია, იქ და ისეთ ვითარებაში, სადაც ეს აბსოლუტურად გამორიცხული უნდა ყოფილიყო;

არ არსებობდა არცერთი არგუმენტი, პანკისის მოსახლეობასთან ბეტეერების და სპეცრაზმის ენაზე საუბრის;

ჰესი იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა პროექტი, პანკისი იქნება ეს, ლაგოდეხი თუ ზუგდიდი, უნდა განხორციელდეს მოსახლეობასთან კონსულტაციის და შეთანხმების შედეგად, კანონის ფარგლებში.

მე ვარ შოკირებული შს მინისტრის და ყველა იმ ადამიანის არაპროფესიონალიზმით, რომლებმაც ჩათვალეს, რომ სპეცრაზმის შეყვანით იქ რაიმე პრობლემა მოგვარდებოდა. ან, ის ექსკავატორი ამუშავდებოდა, იმიტომ რომ სპეცრაზმი დაიცავდა მათ ხალხისგან. ან, ხალხი შეშინდებოდა და სახლში წავიდოდა.

ამიტომ, პირველი და უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომელიც დასასმელია, ბოლომდე გამოსაძიებელია და დამნაშავე დასასჯელია იმ ადამიანის ვინაობის გარკვევაა, ვინც ასეთი პროგნოზი გააკეთა და ასეთი რისკის ქვეშ დააყენა სპეცრაზმიც, პანკისიც და საქართველოც.

რადგან, როდესაც 35 პოლიციელი გააყოლეს პირველივე ტრაქტორს, ე.ი. თავიდანვე იცოდნენ, რომ იქ რაღაც პრობლემა იყო და ის ზღაპრები საკუთარ თავს მოუყვნენ, რომ ყველაფერი შეთანხმებული იყო და მოსახლეობის პროტესტი მოულოდნელი იყო.

ხოლო, თუ სიტუაცია არ იყო მოგვარებული და იცოდნენ რომ მოსახლეობის ნაწილი მაინც პროტესტს გამოთქვამდა, მაშინ ისიც უნდა დაენახათ რომ 35 პოლეციელის გამოჩენა მათ ვერ გააჩერებდა.

რაც ეხება მინისტრებს შორის ურთიერთობას, ეს მე არ ვიცი და არც მაინტერესებს. საქართველოს ყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ჯამურად მთავრობის საქმიანობაზე და ის არა თუ არ გამოჩენილა, ყველაზე გვიან ვინც შეაფასა 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები, იყო მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც შემოიფარგლა იმით, რომ ორ გვერდზე აგვიხსნა ჰესისი ტექნიკური მახასიათებლები.

აი ამ ვითარებაში ვცხოვრობთ დ ამას ვამბობთ კიდეც უკვე ძალიან დიდი ხანია

- რომ ქვეყანას სინამდვილეში არ ყავს მთავრობა.

გვყავს ბუტაფორიული პრემიერ-მინისტრი;

გახარია - შს მინისტრი, რომელმაც ძალიან ხშირად არასწორი, მაგრამ ლაპარაკი მაინც იცის - ისაა წინა პლანზე, ამიტომ პასუხიც მან უნდა აგოს.

ანუ, რას ნიშნავს თურნავამ უთხრა?!

ხვალ განათლების მინისტრმა რომ უთხრას ჭიდაობის დარბაზში პრობლემააო, ბეტეერს შეიყვანს დარბაზში?!

ეს ესე არ არის!

სპეცრაზმის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვისაც თავის დროზე ბრძანების გაცემის უფლება აქვს. და ახლა რა გამოვიდა? თურნავა შს მინისტრის უფროსია? ასე გვაქვს საქმე?!

ამიტომ, სულ არ მაინტერესებს ვინ ვის რა ურჩია! ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა, პასუხიც იმან უნდა აგოს! “- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია