შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრეზიდენტობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა სამცხე–ჯავახეთში, მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა დღეს, 25 ოქტომბერს, ახალციხიდან დაიწყო.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 25 ოქტომბერი 2018
შაშიაშვილი ქალაქის ქუჩებში ფეხით დადის და ადგილობრივებს საკუთარი საარჩევნო პროგრამის შესახებ ესაუბრება. „უმძიმეს პრობლემებზე მიყვება ხალხი. ყველა სავაჭრო ობიექტში საუბრობენ, რომ შემცირდა მყიდველთა რაოდენობა. არ აქვთ ფული, არიან უმუშევრები. მიუხედავად იმისა, რომ სასაზღვრო რაიონია და უკეთესად უნდა ცხოვრობდეს აქ ხალხი, მდგომარეობა დამაფიქრებელია“, – ამბობს შაშიაშვილი.მისი თქმით, რეგიონში დასაქმებას, განათლებასა და გადადამუშავებელ მრევწელობას უნდა მიექცეს ყურადღება: „ქვეყნის პოტენციალი დღეს მხოლოდ შვიდი–რვა პროცენტითაა მოქმედებაში მოყვანილი. დიდი კორუფციაა ბიუჯეტის ფულზე. ხელისუფლება და მმართველობის სისტემაა შესაცვლელი“. შაშიაშვილი ამბობს, რომ არჩევნებმადე ადგილბორივებთან შეხვედრებს, სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გამართავს. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება