შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

'მე ვერ გავუძლებ კიდევ ერთი წელი ამ გაუნათლებელ ბიძინა ივანიშვილს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37895 
 23 აპრილი 2019

"რა მოხდა და მოხდა ქართველებისათვის სამარცხვინო ამბავი. პასუხისმგებლობას ვანიჭებ გაუნათლებელ ბიძინა ივანიშვილს და მის ბრმა დამჯერეს, გიორგი გახარიას. მე არა ერთხელ ვუთხარი ბიძინას, რომ გაუნათლებელი ხარ მეთქი. 

ბოდიშს ვიხდი და ჩემს ფეხებს წაიღებენ პანკისიდან. მაგათ თავმოყვარეობას და წესიერებას მიაყენეს დარტყმა. ვის აშინებთ თქვენი ტექნიკით? არავის არ ეშინია თქვენი. ამ ხალხს ძვალში და რბილში აქვთ ვაჟკაცობა. რეებს ლაპარაკობენ თუ ძმა ხარ? არავის არა აქვს უფლება ამხელა ოპერაცია ატარონ იქ. ეს ხალხი არის ძალიან პატიოსანი, მშრომელი ხალხი. 

ნატურალურად გამორჩეული ხალხია. 

ჩვენი ხალხი, ვისაც ნამუსი დარჩა და წინააღმდეგობას უწევს ხელისუფლებას, უნდა გამოვიდეს, მოვითხოვოთ რიგგარეშე არჩევნები. მე ვერ გავუძლებ კიდევ ერთი წელი ამ გაუნათლებლ ბიძინას...

უნდა მოვითხოვოთ მაგათი წასვლა. საქართველოში უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა. ეს პარტიისთვის თანხების შეწირვები უნდა დასრულდეს. ნახეთ რა მოხდა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისთვის? მთელი საქართველო დასცინოდა. საერთოდ მაგ ქალს ნამუსი აქვს? ასე არჩეული რომ არის, არ რცხვენია? მე ახლა დავიწყებ ამ მოძრაობას და ხალხს უნდა ვთხოვო, რომ დადგეს ჩემს გვერდით და გავუშვათ ესენი"-ასე შეაფასა პანკისში განვითარებული მოვლენები კინორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ და მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებასა და პირადად ბიძინა ივანიშვილს დააკისრა. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია