შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენ გვაქვს შთამბეჭდავი პროგრესი”-ივანე მაჭავარიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37896 
 23 აპრილი 2019

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას.

“საქართველო ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, მიუხედავად რეგიონში განვითარებული არასახარბიელო მდგომარეობისა. ამას აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციები და სარეიტინგო სააგენტოები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მომავალ ხუთწლიან პერიოდში ექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. მაგრამ ეს არ არის მთავარი მიღწევა, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი გაუმჯობესება. მცირდება ჩვენი ტრადიციული მაკროეკონიმიკური გამოწვევები, როგორიცაა არის მიმდინარე ანგარიში და დოლარიზაცია. ორივე მიმართულებაში ჩვენ გვაქვს შთამბეჭდავი პროგრესი”-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ფაქტები.ჯი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია