შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კულისებს მიღმა"-სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს აღარ ემორჩილება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37897 
 24 აპრილი 2019

როგორც ამბობენ სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს აღარ ემორჩილება, უფრო მეტიც, მასთან კომუნიკაცია ფაქტობრივად არ აქვს. როგორც „ნიუპოსტისთვის“ კონფიდენციალური წყაროებიდან გახდა ცნობილი, სალომე ზურაბიშვილი „შეფს“ არც ოფიციალური ვიზიტების შესახებ აღარ აყენებს საქმის კურსში, არც „სფიჩს“ აცნობს, არც მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასების შინაარზე უთანხმდება და არც მმართველი პარტიის საერთო მესიჯბოქსის იდეოლოგიას არ იზიარებს. ეს ყველაფერი კი ბიძინა ივანიშვილის განრისხების საკმარისზე მეტი მიზეზია.

როგორც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მაგალითმა გვიჩვენა, ივანიშვილი ანადგურებს ყველას და ყველაფერს, ვინც მის მითითებებს ზედმიწევნით ზუსტად არ ასრულებს. საინტერესოა, რატომ უმტყუნა ივანიშვილს, მორიგმა რჩეულმა პრეზიდენტმა, პოლიტიკური თანაცხოვრების დასაწყისშივე, მაშინ როცა მარგველაშვილის შემდეგ, ზურაბიშვილი, განსაკუთრებით, ზედმიწევნით კარგი შემსრულებელი უნდა ყოფილიყო?!

განზრახ თუ უნებლიედ, სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილის ნების საწინაღმდეგოდ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების, მის გემოზე მორგებული, ბევრჯერ დარღვეული ეტიკეტის და „ტექნიკური ხარვეზების“ შემდეგ, რაც საზოგადოების მხრიდან ბევრჯერ გახდა შენიშვნის საბაბი, სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილს მორალური სტრესიც მიაყენა, - წყაროს თქმით, იმ დღეს როცა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კვიპროსელ კოლეგას ავლაბრის რეზიდენციაში უმასპინძლა და საგანგებოდ გამართულ საპატიო ვახშამზე, საპრეზიდენტო პენსიის გარეშე დატოვებულ მის წინამორბედთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად მიუჯდა სუფრას, ივანიშვილი - „შუშის სასახლეს ლეწავდა“. სწორედ ეს ვახშამი აღმოჩნდა, საბედისწერო ლაშა ჟვანიასთვის, განრისხებულმა ბიძინა ივანიშვილმა მას დაურეკა, ჟვანიამ ბევრი საყვედური და ლანძღვა მოისმინა, მეორე დღეს კი მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გახდა ცნობილი.

დღევანდელი რეალობა კი ასეთია, ივანიშვილი-ზურაბიშვილის ურთიერთობა კულუალურ ველზე აღარ არსებობს. იმ ფონზე, როცა მთელი საერთშორისო თანამეგობრობა საქართველსო ხელისუფლებას შენიშვნას შენიშვნაზე აძლევს და მიუთითებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობა ფაქტობრივად არ არსებობს, მეგობარი პოლიტიკოსები ერთმანეთს აღარ ინდობენ, უმრავლესობის რიგებს, თითქმის ყოველ დღე ტოვებენ ლიდერი დეპუტატები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი ყოველ დღე, სკანდალიდან სკანდალამდე ცხოვრობს, შეიძლება ითქვას, რომ „ოცნება“პოლიტიკურ სამარეს საკუთარი ხელით იმზადებს.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია