შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას" - ნინო ბურჯანაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37913 
 24 აპრილი 2019

ფაქტია დილემის წინაშე ვდგავართ, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, - ამის შესახებ განცხადება "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა, რითაც 21 აპრილს, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა .

"ფაქტია, რა დილემის წინაშე ვდგავართ. ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას იმიტომ რომ შეიძლება ერთ დღეს ისე განვითარდეს მოვლენები რომ ვინმემ მსგავსი პროვოკაცია გამოიყენოს. ფაქტია რომ კვირა დღეს არავის არ ჰქონია მცდელობა ამ პროვოკაციის გამოყენების და რომ ყოფილიყო ღმერთმა იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

ამიტომ აუცილებელია რომ ქვეყანას ჰყავდეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონდე ხელისუფლება და ცვლილებები აბსოლუტურად აუციელებელია. ეს ცვლილებები უნდა მოხდეს მართლა ძალიან რადიკალურად და პრინციპულად. რადიკალურში არ ვგულისხმობ არასტაბილურობით ცვლილებას, ვგულისხმობ არჩევნებით ცვლილებას", - განცხადა ბურჯანაძემ "ტვ პირველთან".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია