შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

150 ევრო ემიგრანტებთან სააკაშვილის შეხვედრის ჩასაშლელად-შეთავაზება ქართველ ემიგრანტს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37876 
 23 აპრილი 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრის ჩაშლის მოთხოვნაზე საუბრობს გერმანიაში მცხოვრები ერთ-ერთი ემიგრანტი.

„კურიერთან“ საუბრისას იგი იხსენებს, როგორ ითხოვდა ერთ-ერთი პირი ჯერ ლიეჯში, შემდეგ კი ჰამბურგში მიხეილ სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეებთან დაგეგმილი შეხვედრის ცაშლას.

ოთარ მოწონელიძე ამბობს, რომ მას "ფეისბუქის" საშუალებით დაუკავშირდნენ და ლიეჟის შეხვედრის ჩაშლის სანაცვლოდ 150 ევრო შესთავაზეს, უარის შემდეგ კი მუქარაზე გადავიდნენ.

მოწონელიძე ეჭვობს, რომ შეთავაზების უკან საქართველოს მთავრობა დგას.

„პოსტი მოვიწონე და გავაზიარე მიხეილ სააკაშვილის და ამის შემდეგ მივიღე ეს წერილი - 150 ევროს გადაგიხდით იმის სანაცვლოდ თუ ლიეჟში ჩახვალთ მიხეილ სააკაშვილს შეუშლით ხელს ქართველებთან შეხვედრაში. ბილეთებს ჩვენ გიყიდით დაფიქრდით, ოღონდ არავისთან არ უნდა თქვათ ამის შესახებ, თორემ პრობლემები შეგექმნებათო. ცოტა შემეშინდა ამის მერე, თან არც ვიცოდი რა უნდა მექნა.

ამის შემდეგ დაიწყეს მუქარები - მოვითხოვთ ჩვენ შენს ექსტრადიციას საქართველოში და ძალიან დიდი პრობლემები გექნება ამის გამოო,“-აცხადებს ოთარ მოწონელიძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა