შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის თეატრის მსახიობი ნელი ბასილაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37878 
 23 აპრილი 2019

ოზურგეთის თეატრის მსახიობი, ნელი ბასილაშვილი დღეს დილით 72 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. 

"არ მინდა დავიჯერო, დავწერო...ნელი... მსახიობი ნელი ბასილაშვილი გარდაიცვალა... თითქოს მართლა ანგელოზმა მოუტანა ფრთები და ღრუბლებს გაჰყვა... მოულოდნელი და ტკივილიანი დილა გაგვითენდა მკაცრი რეალობით. ღმერთმა ნათელში დაგივანოს, ნელი. გვაპატიე, თუ ჩვენს სიყვარულს სათანადოდ ვერ გაგრძნობინებდით"-წერს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი

ნელი ბასილაშვილი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ადამიანური თვისებებით, მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია სავსეა მრავალი სახასიათო როლებით.

მსახიობი ოზურგეთის თეატრში 1971 წლიდან, 48 წლის განმავლობაში მუშაობდა.  სცენაზე მას არა ერთი მნიშვნელოვანი როლი შეუსრულებია. ის დღემდე მონაწილეობდა სხვადასხვა ეპიზოდურ როლებში. მათ შორის გადაღებულია სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები".

მას მიღებული აქვს არა ერთი სხვადასხვა სახის საპატიო სიგელი, მათ შოროს ამაგდარის წოდება. 

"გურიის მოამბე" მწუხარებას გამოთქვამს მსახიობის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის კოლეგებს, ოჯახსა და ახლობლებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია