შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში... სადაც"...

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37906 
 24 აპრილი 2019

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში...
სადაც...წვეულებებსა და დელიკატურ საკვებზე მილიონები იხარჯება, მაშინ როცა,ბავშვები გაუსაძლისი შიმშილის გამო 
თავს იკლავენ.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში...სადაც დაბადების დღეებს ვიხდით საუკეთესო რესტორნებში,მაშინ როცა ადამიანებს დაბადების და გაჩენის დღე აღარ ახსოვთ ან არ უნდათ ახსოვდეთ ,,ის წყეული,, დღე.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში...სადაც ვფიქრობთ, როგორ გავლიოთ დრო სიამოვნებაში, მაშინ როცა, ვიღაცისთვის დროის წამზომი ჩართულია და სიდუხჭირისგან სიცოცხლის საათებს ითვლის.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში...სადაც ვფიქრობთ:,,რა ჩავიცვა დღეს,ეს უკვე მეცვა,გუშინ-სირცხვილია,, მაშინ,როცა ვიღაცა ყინვაში შიშველი ფეხებით დგას და მათხოვრობს.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში...სადაც,ტაძარში სიარული ფარად გვექცა და გამოვდივართ ტაძრიდან ,,ვალმოხდილი,, მაშინ როცა, მაცივარშიც კი გვიფუჭდება საჭმელი და ამ გაფუჭებულ საჭმელს ვიღაც ნაგავის ურნაში ეძებს.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში...სადაც უცხოელები მილიონიან სასტუმროებს აშენებენ, მაშინ როცა უთავშესაფროდ დარჩენილ დედებს შვილები სიცივისა და შიმშილისაგან უკვდებათ.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში...სადაც ვზრუნავთ,რომ უკანასკნელი ტრენდის სამოსით შევიმოსოთ, და არასოდეს ვზრუნავთ სულის სამოსელზე,აქ პოეზია-სიგიჟეა.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში...სადაც ვიბრძვით როგორ გავხდეთ მდიდრები და არაფერს ვაკეთებთ სულის გასამდიდრებლად-რადგან წიგნის კითხვა-ძველმოდურია.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში...სადაც ყოველდღე ვეკითხებით ერთმანეთს,,როგორ ხარ?,,და პასუხს არც კი ველოდებით,ისე გავრბივართ.
ჩვენ ვცხოვრობთ ღვთის წილხვედრ ქვეყანაში და ამით თავი მოგვაქვს,მაშინ როცა ღმერთი და სიყვარული დაგვიკარგავს.


ავტორი: ფატი კვარაცხელია

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა