შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დეპუტატობის ‘უჩინარი’ კანდიდატები აბასთუმანში

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22367 
 24 აპრილი 2019
საკრებულოს შულაედურ არჩევნებამდე 25 დღით ადრე N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული ცხრა კანდიდატიდან წინა საარჩევნო კამპანიაში ჩართული მხოლოდ ერთი, „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი გენადი ბოლქვაძეა. იგი 25 წელია აბასთუმანში ცხოვრობს და ადგილობრივები კარგად იცნობენ. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, როგორც კურორტზე მცხოვრებლები ამბობენ, არცერთი მათგანი ადგილობრივი არაა. აბასთუმანში 20–მდე გამოკითხული ადგილობრივი ამბობს, რომ მათი სახელები და გვარები პირველად „სამხრეთის კარიბჭისგან“ გაიგეს. „ბოლქვაძის გარდა სხვა კანდიდატებიც თუ იყვნენ ესეც არ ვიცოდი. მაგ გვარის ხალხი მგონი აბასთუმანში საერთოდ არ არის და ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ. არ ვიცით დანარჩენი რვა კანდიდატი ვინ არის. აქაურები არ არიან და რისი იმედი აქვთ ეგეც არ ვიცი“, – გვეუბნება ადგილობრივი კაკო ცისკარაძე.გენადი ბოლქვაძე
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი