შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლების პრობლემა არის ის ყველაფერი, რაც პანკისში ვითარდებოდა"- ჩუგოშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37899 
 24 აპრილი 2019

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, გადაცემა "არევანში" პანკისის მოვლენები შეაფასა.

მისი განცხადებით, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, პოლიტიკური ელფერი ამ საკითხს უნდა მოშორდეს. ის მიიჩნევს, რომ ჯერ სრულყოფილი ინფორმაცია ყველა მხარეს არა აქვს, თუ რა მოხდა რეალურად პანკისის ხეობაში და ვინ დაარღვია კანონი.

„თემა არის ძალიან ფრთხილად გასარჩევი. როდესაც ამ თემაზე საუბრის და ამ თემის შეფასებების სიფრთხილეზე ვსაუბრობთ, გუშინ თქვენი ტელევიზიის დირექტორი ერთადერთი ადამიანი იყო, მე მგონი, ვინც თქვა, რომ გვითხარით, როგორ გავაშუქოთ სწორადო. ეს ძალიან სწორი დამოკიდებულება იყო და შესაბამისად, დღესაც მგონია, ამ მოვლენების ფრთხილი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას ერთად ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ დასკვნები გამოვიტანოთ. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები პოლიტიკურ ელფერს აძლევენ, მაგრამ მე არ მინდა, ასე მოვიქცე, რადგან პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას და მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია დამშვიდდეს და დაწყნარდეს. რაც მოხდა, იყო ძალიან მძიმე,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, კანონის სსამართლიანას აღსრულებიის მომხრეა, თუმცა, ის ამ განცხადებაში არ გულისხმობს, რომ უნდა დაიწყოს მასობრივი დაპატიმრებები.

„მე მგონია, რომ კანონს დაცვა და აღსრულება სამართლიანად და სწორად არის ხოლმე ზოგადად სწორი გზა და სწორი გამოსავალი. თუმცა, იმ სენსიტიურობიდანგამომდინარე, რომელიც ამ მოვლენებს ახლავს, მე ყველა სიტყვას ვამბობ ძალიან ფრთხილად,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ის, რაც პანკისში მოხდა, მთელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„მთლიანად ხელისუფლების პრობლემა არის ის ყველაფერი, რაც კვირას ვითარდებოდა და მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს მოვლენები სწორედ წავიდეს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია