შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბათუმის ბულვარი შშმ პირებისთვის საცურაო ტივტივა ეტლ-სავარძლებს ყიდულობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 აპრილი 2019

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საცურაო ტივტივა ეტლ-სავარძლებს ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ბათუმელებმა გაავრცელა.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში On.ge-ს უთხრეს, რომ ტენდერი უკვე გამოცხადებულია და პირველ ეტაპზე ხუთი ეტლ-სავარძლის შეძენა იგეგმება. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი ძველ ბულვარში განთავსდება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული საშხაპე და გასახდელი მოეწყობა.

"ბათუმის ბულვარში, რესტორან ძველი გემის გასწვრივ მთლიანი კომპლექსი მოეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ტივტივა ეტლ-სავარძლით სარგებლობა უფასო იქნება", — თქვა ბათუმის ბულვარის დირექტორის პირველმა მოადგილემ, დავით სურგულაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია