შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სალომე ზურაბიშვილი – ადმინისტრაციაში მეყოლება დაუცველი ფენების, შშმ პირების და სამხედრო ექსპერტთა საბჭო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 25 ოქტომბერი 2018

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნება დაუცველი ფენების, შშმ პირების და სამხედრო ექსპერტთა საბჭოები, რომელიც ამ მიმართულებთ არსებული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონების განვითარება იქნება.
,,უნდა დავასრულეთ სიძულვილი, რომელიც არსებობს ქვეყანაში, ასევე პოლარიზაცია, რაც არის დამანგრეველი, უნდა გადავიდეთ გაერთიანებულ საზოგადოებაზე. შეიძლება პარტიებმა განაგრძონ თავიანთი პოლიტიკური ქიშპობა, ეს ალბათ ასე იქნება, მაგრამ ამ პატარა ქვეყნისთვის საზოგადოებრივი გაერთიანება არის აუცილებელი, რათა მივაღწიოთ ყველაფერს, რაც გვინდა, ეს ევროკავშირის წევრობა თუ ქვეყნის განვითარება. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონების განვითარებას, ეს იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. რეგიონებიდან უნდა მოვიფიქროთ, რა არის განვითარების ახალი ფორმები, ახალი მიმართულებები. ადმინისტრაციაში მეყოლება სამი საბჭო, ერთი იქნება დაუცველი ფენების, შშმ პირების საბჭო, მეორე სამხედრო ექსპერტთა საბჭო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გუშინ პრეზიდენტობის სამ კანდიდატს – დავით ბაქრაძეს, გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის დებატები გაიმართა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია