შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პედოფილიის ფაქტებზე კანონი მკაცრდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37915 
 24 აპრილი 2019

პედოფილების მიმართ კანონი მკაცრდება და სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე, ან უვადოდ. შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, სქესობრივი ხასიათის დანაშაულის ნახევარზე მეტი არასრულწლოვნებზე მოდის. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უკვე მიმდინარეობს. როგორც შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, არასრულწლოვნების მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება, მას შემდეგ რაც ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებენ.

„შსს-ში შეიქმნება სპეციალური ბაზები, სადაც მსჯავრდებული პირების მონაცემები განთავსდება. სამინისტრო ამ ადამიანების მონიტორინგს განახორციელებს. მაგალითად უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ადამიანებმა სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე არ იარონ. პერიოდულად მოხდება ამ ადამიანების გამოცხადება შსს-ში დაბარების გზით“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირებს ჩამოერთმევათ მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, განათლების სამინისტროს დაევალება, გააკონტროლოს, რომ ისინი არ ასწავლიდნენ სკოლაში, არ მუშაობდნენ მანდატურად, დამლაგებლად, დარაჯად. „მეორე უკიდურესობაში რომ არ გადავსულიყავით, ვითვალისწინებთ მსჯავრდებულების უფლებებსაც. ნასამართლეობის ცნობას ცალკე აიღებს და უფლების ჩამორთმევის ცნობას ცალკე. რადგან, თუ მსჯავრდებულს უნდა, რომ დასაქმდეს ისეთ დაწესებულებაში, სადაც ამ მხრივ შეზღუდვა არ არის, მას დამატებითი პრობლემები არ შევუქმნათ და ზედმეტად არ შევუზღუდოთ უფლებები“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა