შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში შშმ პირებისთვის 17 უბანია ადაპტირებული

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 25 ოქტომბერი 2018

თელავის მე-17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ოლქში შექმნილი 54 საარჩევნო უბნიდან, შშმ პირებისთვის ადაპტირებული მხოლოდ 17-ია.
გიორგი კალმახელიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ უბანზე ამომრჩეველი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირია და კენჭისყრის შენობის მდებარეობიდან გამომდინარე მისი ადაპტირება ვერ ხერხდება, მოქალაქესთან მითითებულ მისამართზე მიაქვთ გადასატანი საარჩევნო ყუთი, რომლის მეშვეობითაც მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ეძლევა.
„საარჩევნო უბანი, რომელსაც არ აქვს პანდუსი, მარტივად ადაპტირდება საპანდუსე ნაგებობით. ასევე შშმ პირებისთვის ასევე ცესკოს საიტია ადაპტირებული, სადაც ყველა ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არის გამადიდებელი სპეციალური ლინზები ჩარჩო ფორმის, ასევე სმენადაქვეითებულებისთვის სპეციალური საინფორმაციო პლაკატები და პოსტერები, რათა მათ იცოდნენ უბანზე მისვლისას რა გააკეთონ. საჭიროების შემთხვევაში მათთან კომუნიკაცია მყარდება ასევე წერილობითი ფორმით. თუ უბანზე ვიცით, რომ შშმ პირია, ვცდილობთ მის ადაპტირებას, იმ შემთხვევაში თუ რთული შენობა-ნაგებობაა, ან საარჩევნო უბანი მეორე სართულზეა და ვერ ხერხდება მისი ადაპტირება, ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს, რომ მათთან მივიდეს გადასატანი საარჩევნო ყუთი’’,– განუცხადა knews.ge-ს გიორგი კალმახელიძემ.

ავტორი: მაკა ხაზიური

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები