შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვერა ქობალია-ადამიანი ყველა დაბრკოლების გადალახვას შეძლებს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37956 
 27 აპრილი 2019
"საქართველოს ყველა კუთხეში ცხოვრობდნენ გამორჩეული მანდილოსნები და ვთვლი, რომ ქართველი ქალი ქუჩაშიც კი განსაკუთრებულად გამოიყურება"

"თუ პოზიტიურად უყურებ შენ ირგვლივ სამყაროს და ცდილობ, უფრო მეტი კარგი დაინახო, ეს ყველაფერზე აისახება - სახის კანზე, თმაზე, მიმიკაზე და ასე შემდეგ... ამიტომ, რაც უნდა რთული გარემო იყოს, მაინც უნდა შევეცადოთ ოპტიმისტებად დავრჩეთ...", - ამბობს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, სილამაზით ცნობილი ვერა ქობალია... დღეს ის კანადაში ცხოვრობს, კანადის მთავრობის მრჩევლის თანამდებობა უჭირავს და მიუხედავად ცხოვრებაში გადატანილი მრავალი ბარიერისა, შეუდარებლად გამოიყურება.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზა"-ში გამოქვეყნდა.

- რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაზე?
- რამდენიმე ფაქტორი... ერთ-ერთი გადამწყვეტია გარემო, სადაც ადამიანი იზრდება. ეს არ ნიშნავს, რომ მატერიალურად იდეალურ გარემოს ვგულისხმობ! მწერლებში არსებობს გამოთქმა, - სადმე ურთულეს პირობებში წავალ, რათა იქ გენიალური აზრები მოვიდეს და კარგი ნაწარმოები დავწეროო... ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა პირობები იყო საქართველოში 90-იან წლებში და ზუსტად იმ პერიოდმა შექმნა ძალიან კარგი ხელოვანები, საუკეთესო თაობა... ვთვლი, რომ ინტელექტს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ადამიანის მაღალი გემოვნების ჩამოყალიბებაში...

- ძალიან "ბავშვურად" გამოიყურებით... რა არის ამის საიდუმლო?
- ყველაფერი საბოლოო ჯამში შინაგანი განწყობიდან მოდის... ამიტომ, რაც უნდა რთული გარემო იყოს, მაინც უნდა შევეცადოთ, რომ ოპტიმისტებად დავრჩეთ და ეს ჩვენს გარეგნობაზეც კარგად აისახება. 
- გამოგიცდიათ სიღარიბე?
- ჩვენ აფხაზეთიდან მანქანით წამოვედით და როგორც კი თბილისში ჩამოვედით, ამ ავტომობილის გაყიდვა მოგვიხდა, რადგან "კაპიკიც" არ გვქონდა... ბევრი წლის განმავლობაში, 12 ადამიანი ერთსაძინებლიან ბინაში ვცხოვრობდით. ჩემს ოჯახს რამდენჯერმე მოუხდა ყველაფრის ნულიდან დაწყება. ბებიაჩემი, რომელიც სკოლაში წარმატებული პედაგოგი იყო, 90-იან წლებში ნამცხვრების ცხობით და ტკბილეულის ბაზრობაზე გატანით ცდილობდა ოჯახის გადარჩენას... ყველაფერი გავიარეთ, მაგრამ თუ კარგისკენ სწრაფვა, ამის ინტერესი და სურვილი გაქვს ადამიანს, ყველა სირთულის გადალახვას შეძლებ. მთავარია, არ მოვდუნდეთ და ბრძოლა გავაგრძელოთ მიზნების მისაღწევად! 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია