შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პატრიარქის ეპისტოლე და პოლიტიკოსების შეფასებები-რაზე გამახვილა ყურადღება ილია მეორემ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37965 
 29 აპრილი 2019

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. მამუკა ბახტაძის თქმით, ილია მეორემ თავის ეპისტოლეში ყურადღება გაამახვილა ყველა იმ საჭიროებებზე, რომელიც დღეს ქვეყანას და ხალხს სჭირდება.

„პატრიარქმა თავის ეპისტოლეში კიდევ ერთხელ გაამახვილა სამშობლოს სიყვარულზე, ურთიერთშენდობაზე, პატრიოტიზმზე. ყველაფერზე იმაზე, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ქართველ ერს,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ ილია მეორემ მის სააღდგომო ეპისტოლეში ისაუბრა თემებზე, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება.

„დღეს არის სიყვარულის და იმედის დღესასწაული და ამიტომ, ბუნებრივია, რომ უწმიდესის ეპისტოლეში პირველ რიგში საუბარი იყოს სწორედ სიყვარულზე. ადამიანებს შორის ურთიერთობაზე, მიტევების და პატიების ძალიან დიდ ნიჭზე, სამშობლოს სიყვარულზე, თაობათა შორის ურთიერთობაზე. უწმინდესის ეპისტოლე, როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, იყო გაჯერებული სწორედ იმ მესიჯებით, რაც სჭირდება დღეს ქართულ საზოგადოებას“ - აცხადებს დავით ბაქრაძე. 

„ორი მთავარი რამ იყო ეპისტოლეში. ყველაზე მთავრია ის, რომ აღდგომამ შეცვალა კაცობრიობის  წარსული, აწმყო  და მომავალი. ზუსტად ისევე როგორც აღდგომამ შეცვალა საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი. ბევრჯერ მკვდრეთით აღდგა ჩვენი ქვეყანა, ქრისტეს სიყვარულის და სახარების მადლით. აი, ზუსტად ასევე აღდგება ყველა იმ გასაჭირიდან რაშიც დღეს ვართ. მეორე მნიშვნელოვანი რაც მგონია მე, ჩემი მოკრძალებული აზრით იყო იმ ცოდვების ჩამონათვალი, რომელიც უწმინდესმა ორჯერ გაიმეორა ეპისტოლეში და რომელიც საზოგადოებას და ყველა მის წევრს, არ აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი ქრისტიანი არის თუ არა, ხელს უშლის, რომ ნორმალურად, წესიერად და ერთმანეთის სიყვარულში იცხოვრონ,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მართლმადიდებელი მრევლისთვის აღდგომაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია, სააღდგომო ეპისტოლეს წაკითხვაა. სრულიად საქართველოს კათოლისკოს-პატრიარქი, ილია მეორე წლევანდელ ეპისტოლეში არაერთ საკითხს ეხება, მათ შორისაა ათეიზმი, პატრიოტიზმი, ნარკომანია, ამპარტავნება, თაობებს შორის არასწორი ურთიერთობები და სხვ.

პატრიარქი ეპისტოლეში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კაცობრიობის მზადების მნიშვნელობას მეორედ მოსვლისთვის და აღნიშნავს, რომ ჩვენის საზოგადოება ამ მიმართულებით უამრავ პრობლემას აწყდება. ილია მეორე წერს, რომ დღევანდელობაში ადამიანი უფლის გარეშე დეგრადირდა და ის უგუნური თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი გახდა.  

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია