შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ასაკოვან მამაკაცს ოზურგეთში "ჩემ მარკეტთან" გული წაუვიდა და...ნამდვილი ამბავი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37968 
 29 აპრილი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრები სიმონ დონაძე, დღისით, მზისით, გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში, სავაჭრო ცენტრ "ჩემი მარკეტ"-თან იმყოფებოდა, როცა უეცრად გული წაუვიდა და წაიქცა.

უამრავი ხალხი მისცვივდა წაქცეულს, ზოგი რა "ტაბლეტს" ჩრიდა პირში და ზოგი რას.

ვიღაცამ 112-შიც დარეკა და... ოზურგეთის სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მოვიდა.

ვინაიდან, ბატონი სიმონი ექიმების მოსვლისასაც გონწასული იყო, ბრიგადამ სასწრაფოდ ოზურგეთის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ავადმყოფი  პალატაში მოათავსეს.

სიმონ დონაძე:"როგორც მითხრეს, თვალი რომ გავახილე, მომხდარიდან დაახლოებით 2-3 საათი იყო გასული. "ვაკვარკვალე" თვალები კიდო ორი საათი და კაციშვილი ჩემს ამბავს არ კითხულობს...ექიმს ჯვარი წერია, არც ექთანი და სანიტარი არ გაჭაჭანებულა, "დაჟე" ბუზიც არ შემოფრენილა, რომ დამეთვალა მაინც"-იგონებს დონაძე და აგრძელებს:

"მოვიხედე გვერდით და ჩემი "ფანრიანი ნოკია" დევს, ავიღე და დავრეკე 112-ში. გისმენთ ბატონოოო-მიპასუხეს. ავუხსენი სიტუაცია, ამა და ამ ადგილზე ვარ, ამა და ამ პალატაში ვწევარ და დაუყოვნებლი ვითხოვ შველას, გამოუშვით "სასწრაფო" -თქვა. კი მაგრამ, მაქ თუ ხართ, საავადმყოფოში, "სასწრაფო" რაღად გინდათ მაშინ?- გაიკვირვა ოპერატორმა. რათ მინდა და სადაც წევიქეცი დამაბრუნეთ "იქინე", წყალი მაინც შემასხეს-მეთქი, ვიყვირე სასოწარკვეთილმა"-იხსენებს დონაძე თავგადასავალს.

ავტორი: "გურიის მოამბე"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება