შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იერუსალიმში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 აპრილი 2019
მართლმადიდებელ მორწმუნეთა ნაწილის რწმენით იერუსალიმში ზეციური ცეცხლი თბილისის დროით 15:32 საათზე გარდამოვიდა. იერუსალიმში მაცხოვრის ტაძარში, როგორც ყოველთვის, რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.რიტუალი ქრისტეს აღდგომის აღსანიშნად ასეული წლებია იმართება. იერუსალიმში აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნად მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან არიან ჩასულები. იერუსალიმიდან საქართველოში ცეცხლს ჩამოიტანს ქვეყნიდან წასული დელეგაციაც.წმინდა ცეცხლის გადმოსვლასთან დაკავშირებით იერუსალიმში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ქუჩებში დამატებით ასობით პოლიციელი და საზღვრის დაცვის თანამშრომელია მობილიზებული.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია