შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში, ავეჯის მაღაზიაში ფიზიკური დაპირისპირების გამო პოლიცია გამოიძახეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22400 
 26 აპრილი 2019
ინციდენტი დღეს, 26 აპრილს, დაახლოებით, 16:00 საათზე მოხდა. ამ დროს მაღაზიაში ორი კაცი შევიდა. როგორც მაღაზიის მესაკუთრე ვლადიმერ გრიგორიანი ამბობს, მათ შორის ერთ–ერთი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. „ამ დროს მაღაზიაში ჩემი მეუღლე და ბუღალტერი იყვნენ. ეს ორი კაცი ერთმანეთს ელაპარაკებოდა და თან იგინებოდნენ, ზუსტად ამ მომენტში ჩემი ნათესავი კაცი შესულა მაღაზიაში და უთქვამს, დატოვეთ აქაურობა, ნუ იგინებითო. ამას მოყვა ჩხუბი, მერე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ“, – გვიყვება ვლადიმერ გრიგორიანი და ამატებს, რომ ამ დროს იგი საწყობში იყო და მაღაზიაში მოგვიანებით მივიდა – „როცა შემოვედი უკვე პოლიცია იყო მოსული. 112–ზე იმ ორი კაციდან ერთ–ერთს დაურეკია“. ამ წუთებში მაღაზიის ბუღალტერი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ „გამოკითხვა დაწყებულია, გამოძიება კი იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ დანაშუალის ნიშნები გამოვლინდება“. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია