შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურამ შეროზია: 9 რამ, რასაც სააღდგომო "ტრადიციებიდან" გადავაშენებდი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37983 
 30 აპრილი 2019

9 რამ, რასაც სააღდგომო "ტრადიციებიდან" გადავაშენებდი:

1. საქორწილო სუფრების გაშლა სასაფლაოებზე, ღრეობა და კბილთა ღრჭენა. აი ძაან უხარიათ მკვდრებს, მათ საფლავებზე ტაშ-ფანდური
2. მარხვა მარხვისთვის. ანუ, როცა მარხვაზე ხარ, მაგრამ სამარხვო ყველს, სოსისს, ნამცხვარს და ყველაფერს მიირთმევ, დედისტრაკსაც სამარხოდ იგინები, სიგარეტზე და ორალურ სექსზე კურთხევა გაქვს და მაინც მარხვაზე ხარ?
3. ხალხის შეწუხება ამ ბრჭყვიალა კვერცხ-ჯეჯილებიანი გიფებით და ხუთასი კაცის ერთად მონიშვნა.
4. ქალაქის დაცარიელებაზე ხუმრობები. დამცარიელებლების ისტერიკაც. განა რამე, ძააან გაიცვითა უბრალოდ, ასი წელია ერთ ადგილს ვტკეპნით.
5. კვირაცხოვლობა, ანუ აღდგომის მეორე სერია, სამეგრელოში ე.წ. "ქალების აღდგომა" )))
6. აღდგომიდან შემდეგი ორი თვე "ქრისტე აღდგათი" მისალმება (სწამს თუ არა ეგ მაინც გავარკვიოთ)
7. ორშაბათს კვერცხის არ ჭამა, რაღაც უაზრო ცრუ რწმენების გამო.
8. ერთმანეთისთვის მუდმივი შესწორება, ასე არა და აი ასე უნდა მოგელოცააათ (აი, მიხედე რა შენს თავს)
9. წითელი პარასკევის მოლოცვა (ნეტა იცოდნენ, რას ნიშნავს)

დანარჩენი გააგრძელეთ სახლში  კი არა და კომენტარებში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია