შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიღნაღში ტურისტების რიცხვი გაიზარდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30650 
 02 მაისი 2019

გასულ წელთან შედარებით სიღნაღში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ speqtri.ge-ს ტურიზმის, საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა შუშტაკაშვილმა განუცხადა.
30 აპრილის მონაცემებით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში 1733 ვიზიტორი დარეგისტრირდა, გასულ წელს კი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 1435-ს შეადგენდა.

-„ყველაზე მეტი სტუმარი გვყავდა რუსეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ამერიკიდან. მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტების რაოდენობამ იმატა ევროპის ქვეყნებიდან. ვიზიტორები ინტერესდებიან კულუტურულ-ისტორიული ძეგლებით, მუზეუმით, ციხე-გალავანით, ასევე კულინარიით, ღვინითა და ზოგადად ქართული კულტურით, არის გართობის სხვადასხვა საშუალებები. ჩამოსულ სტუმრებს სიახლეებს სთავაზობს კერძო ბიზნესიც. შენდება ახალი სასტუმროები. ყოფილი ტურბაზის ადგილას  მალე დასრულდება სასტუმროს მშენებლობა, “-აღნიშნა შუშტაკაშვილმა.

მისივე თქმით, ტურიზმის განვიათარებში არამარტო ქალაქი სიღნაღია ჩართული, არამედ სოფლებიც. სოფელ ვაქირში გაიხსნა ტრადიციული საოჯახო კვების ობიექტი, ასევე ნუკრიანში რამდენიმე ტურისტული ობიექტი ფუნქციონირებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია