შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ვითხოვთ თუშეთის გზის გაწმენდის სამუშაოების დაჩქარებას” – ქვემო ალვანში აქცია მიმდინარეობს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 მაისი 2019

თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარების მოთხნით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საავტომობილო გზების დეპარტამენტს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. თუ გზა მაისის ბოლომდე არ გაიწმინდა, ტურისტული სეზონის ჩავარდნას არ გამორიცხავენ.

“ტურისტული სეზონი ისედაც ცოტა ხანი, დაახლოებით 4 თვე გრძელდება. თუ გვიან გაიხსნება გზა, ეს ნისნავს იმას, რომ ტურისტების რაოდენობა ძალიან შემცირდება, ვიზიტორები ჯავშნებს გააუქმებენ. გარდა ამისა, თუშეთში გვიან გადავა ცხვარი და ცუდი წელი იქნება მეცხვარეებისთვის“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია