შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მელია – გახარიამ პანკისთან დაკავშირებითაც მკაფიო პასუხები უნდა გასცეს, ვინ მიიღო სპეცდანიშნულების რაზმის შესვლაზე გადაწყვეტილება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38538 
 02 მაისი 2019

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა პანკისის ხეობასთან დაკავშირებით მკაფიო პასუხები უნდა გასცეს, ვინ მიიღო სპეცდანიშნულების რაზმის შესვლაზე გადაწყვეტილება.

ამ წუთებში გიორგი გახარია „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში პარლამენტში მოხსენებით გამოდის.

მე მაინტერესებს, ეს ადამიანი რამეზე აგებს პასუხს? ეს ადამიანი 2017 წლის 13 ნოემბრიდან დანიშნა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრად და უთხრა მემსახურე, მას შემდეგ უამრავი კრიზისი შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში, რომელიმე მათგანზე პასუხს აგებს თუ არ აგებს? პანკისის ხეობასთან დაკავშირებითაც მან უნდა გასცეს მკაფიო პასუხები, ვინ დაგეგმა და ვინ მიიღო გადაწყვეტილება სპეცდანიშნულების რაზმის შესვლაზე, სადაც ერთხელ უკვე შეიყვანეს რაზმი და უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარი სახლის საძინებელის ლოგინში დახვრიტეს. აი ამის შემდეგ ეყოთ კადნიერება და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია