შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საპენსიო რეფორმის მიზანი მოქალაქეებიდან და კომპანიებიდან დამატებითი თანხების მობილიზებაა"

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 02 აპრილი 2019

„გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ "ქართულ ოცნებას" ბიუჯეტის შევსების მიზნით საკუთარი მოქალაქეების მოტყუებაში ადანაშაულებს. ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგზე საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრეს.

ორგანიზაციის წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, სისტემიდან გასულ მოქალაქეს მხოლოდ მისი თანხა უბრუნდება და სახელმწიფოს და დამსაქმებლის გადარიცხული თანხა საპენსიო სააგენტოში რჩება.

"საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტის შესავსებად ე.წ. საპენსიო რეფორმის ფარგლებში, მოიფიქრა სქემა, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 200 ათასი მოქალაქის მოტყუების გზით დამატებით აპირებს მათგან მილიონობით ლარის მობილიზებას. საქართველოს მთავრობამ შეპირების მიუხედავად, სავალდებულო საპენსიო სქემაში მაინც ჩართო 40 წელს გადაცილებული დასაქმებულები, იმ პირობიით,   რომ 3 თვის გასვლის შემდეგ, მათ ექნებოდათ საპენსიო სქემის დატოვების საშუალება და გადარიცხული თანხა სრულად დაუბრუნდებოდათ უკან. ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, საპენსიო სააგენტოდან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ თუ პიროვნება დატოვებს საპენსიო სქემას, თანხის დაბრუნებისას მის მიერ დაგროვებული თანხიდან იღებს მხოლოდ მის 2%-ს და ისიც დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით და დააკლდება 20%.  თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საპენსიო სქემაში მონაწილეობს 40 წელს გადაცილებული 200 ათასამდე დასაქმებული, ამ მანიპულაციით ბიუჯეტში დასაქმებულებისა და კომპანიების გადახდილი თანხებიდან რამდენიმე მილიონი ლარი მოხვდება. რეფორმის დაწყებიდან 3 თვის თავზე საკუთარი მოქალაქეების მოტყუების მცდელობა გვაფიქრებინებს, რომ "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის მიზანი არა საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი კეთილდღეობაა, არამედ ამ ე.წ. რეფორმის მიზანი მოქალაქეებიდან და კომპანიებიდან დამატებითი თანხების მობილიზებაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა და "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები საკუთარი კეთილდღობისთვის გამოიყენებენ", -განაცხადა გიგა შუშანიამ.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია