შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შეხვედრებზე ხალხი მხოლოდ იმას გვეკითხება, ბიძინას როდის გავუშვებთო"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38067 
 03 მაისი 2019

"ოცნება დღეს საინტერესო აღარ არის, არც მათი საარჩევნო სიები, როგორც ეს 2016 წელს იყო. ალტერნატიული ძალა რომ არსებობდეს, მერწმუნეთ, ოცნებაში მხოლოდ 5-6 კაცი დარჩებოდა, გვარებიც შემიძლია დაგისახელოთ, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ალტერნატიული ძალის კონტურები არ ჩანს და "ოცნებიდანაც" მასიურად იმიტომ არ გარბიან, რომ ეშინიათ, ვაკუუმი არ შეიქმნას და ისევ მიშა არ მობრუნდეს" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა "ოცნებაში" შექმნილ ვითარებას.

რაც არ უნდა ეცადოს "ოცნება" ხელისუფლების გახანგრძლივებას, იქნება ეს გაყალბება-არგაყალბება, ვადამდელი არჩევნები თუ სხვა, ისე ღრმად არის შესული კრიზისში, რომ მათი ხელისუფლებიდან ჩამოცილებას ორწლიანი ვადაც არ დასჭირდება, შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს. ამის თქმის უფლებას მაძლევს საზოგადოებრივი აზრი, რომელიც მზად არის ხელისუფლების ცვლილებისთვის, პოლიტიკაში დიდი ხანია ვარ და ასეთ განწყობებს კარგად ვგრძნობ. როცა ამომრჩეველი განწობილი არ არის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, შეხვედრებზე ან ამინდზე გელაპარკება, ან ოჯახს მოიკითხავს. ბოლო პერიოდში კი ყველა შეხვედრაზე ხალხი, ნაცნობი თუ უცნობი, მხოლოდ იმას გვეკითხება, აბა რა ხდება, რას აკეთებთ, ბიძინა როდის უნდა გავუშვათო?

დღეს, ხელისუფლების შეცვლის მომხრე მოსახლეობის არა 10%, არამდე 90%-ია და როცა 90% ამას ითხოვს, ასი ათასიანი მიტინიგიც საკმარისია ხელისუფლების გასაქცევად. სააკაშვილიც კბილებამდე იყო შეირაღებული, მაგრამ მოსახლეობის 90%-ის შემოტევას ვერ გაუძლო, ესენი მითუმეტეს ვერ გაუძლებენ, ან მაშინ სტალინი უნდა იყო. რომ ხალხს ტყვია დააჭედო.

რაც შეეხება ოპოზიციას, ხშირად უცნაურად იქცევა და იქაც არის შავი ლაქები. დღეს "გაერთიანებული ოპოზიცია" სატყუარას როლშია, რადგან ისევ ხელისუფლების კონტროლქვეშ არის, ზოგი ფინანსებს ელოდება, ზოგი მანდატებს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არც გაუპროტესტებია ისე ჩააბარა გამარჯვება ხელისუფლებას; თუ ზუგდიდის გამარჯვებასაც ასე ჩააბარებს, მაშინ "გაერთიანებულ ოპოზიციაში" შემავალ პარტიებს მოუწევს განმარტების გაკეთება თავის ამომრჩეველთან.

შუალედური არჩევნები იქნება ერთგვარი ტესტი და უნდა გაიტესტოს არის თუ არა ქვეყანაში კრიტიკული მასა, ჯანსაღი პოლიტიკური ძალა რომ აირჩიოს, და არა ბოკერია-შავგულიძე, რომელთაც ისევ ეს ხელისუფლება აფინანსებს. ან თუნდაც დესტრუქციული "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მხოლოდ რევოლუციაზე და ნგრევაზეა ორიენტირებული.

პოლიტიკური ძალა "თავისუფალი საქართველო" ველოდებით შუალედურ არჩევნებს და ამის შემდეგ ვაპირებთ "ქოც-ნაცების" გარდა, ეროვნულ ძალებზე დაყრდნობით შევქმნათ მოძრაობა, რომელსაც შესწევს უნარი შეცვალოს ხელისუფლება, არა რევოლუციითდა ნგრევით, როგორც ეს მოხდა 90-იან წლებში და შემდეგ 30 წელი დასჭირდა ქვეყნის აშანებას, არამედ მშვიდობინად მოხდეს ხელისუფლების გადაბარება," - განაცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია