შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მოაგროვეთ ფაროსანა, 20 დღეში გამოგივლით"-ეკაიფება თუ არა მთავრობა გურულ გლეხებს?

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38033 
 02 მაისი 2019

მთავრობამ სოფლებში ფაროსანას მხოლოდ მოსაზიდი ფირფიტები დაარიგა, ხოლო მათი განადგურება როგორ უნდა მოხდეს, ეს ჯერ ვერავინ გაიგო.

გურიის სოფლების რწმუნებულები გაკვირვებას ვერ მალავენ მთავრობის ამ უცნაური გადაწყვეტილების გამო.

როგორც ისინი "გურიის მოამბესთან" საუბარში აცახდებენ, მთავრობამ მათ  აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მხოლოდ მოსაზიდი ფირფიტები დაარიგა დაპირებასთან ერთად -  რომ  20 დღეში გამოივლიან და მოგროვებულ მავნებლებს დახოცავს.

სოფლის გამგებლების ცნობით, "ბრძოლის დაწყებაზე" მათ სპეციალური მესიჯები გუშინ, 1 მაისს მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ფირფიტებს სპეციალური ლუქი ახლავს, რომლის გახსნის და შესაბამისად, მისი ადგილმდებარეობის შეცვლის უფლება, პირველადი ადგილის მიჩენის შემდეგ აღარავის აქვს.

"რომ არ გამეიაროს მთავრობამ ხომ შეგვჭამა ამ მოგროვებულმა ფაროსანამ"? - აცხადებენ მთავრობის ამ "მოხერხებულობის" გამო ენაკვიმატობის ხასიათზე დამდგარი გურულები, რომლებმაც ვერაფრით გაარკვიეს 20 დღის განმავლობაში ფაროსანა ერთ ადგილზე მიჯაჭვული რატომ დაელოდება სპეცტექნიკას და თუ არ დაელოდება, რატომ აძლევს ხელისუფლება მათ საშუალებას, რომ ამ დღეების ინტერვალით გაანადგუროს რაც უნდა და რამდენიც უნდა.

ხელისუფლების ამ ნოუჰაუს გლეხების, გამგებლებისა და ალბათ ფაროსანების მსგავსად ვერ  გაუგო ვერც ოპოზიციამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ამით ხელისუფლება უბრალოდ გლეხებს დასცინის.  რომ ხელისუფლებამ აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში გლეხობა მიატოვა და ამ მიმართებით არანაირ ქმედით ღონისძიებების გატარებას არ აპირებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერის, ოზურგეთის საკრებულოს წევრის, დავით მჟავანაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ხელისუფლების დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი უკვე ცინიკური გახდა: "ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლა გასულ წელს ხომ ხელისუფლებამ ჩააგდო და ყველაფერი გაანადგურა ამ ბრძოლის დროს გარდა ფაროსანასი, წელს უარესი სიტუაცია გვაქვს ვიდრე შარშან. მთავრობამ გლეხობა დატოვა ფაროსანასთან ერთი ერთზე ბრძოლაში. მიმდინარე წელს ხელისუფლებამ სოფლებში დაარიგა ფაროსანას მისაზიდი აპარატები და ეუბნებიან გლეხებს რომ ეს დაკიდონ გამოსაჩენ ადგილზე, შემდეგ ყოველ 20 დღეში მივა იქ სპეციალრი მანქანა და ამ მოზიდულ ფაროსანებს დახოცავს. ჯერ არა მგონია რომ ყოველ 20 დღეში ყველგან სპეცმანქანა მივიდეს და მერე 20 დღის განმავლობაში ის ფაროსანა იქ უსაქმოდ იქნება? არ გაანადგურებს იქაურობას?"-კითხულობს დავით მჟავანაძე.

ხელისუფლების უმოქმედობას აკრიტიკებს ასევე მეორე მსხვილი ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციის "ევროპული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი კობა ზაქარეიშვილი:"როგორც ყველა მიმართულებით, ხელისუფლებამ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაშიც სრული უნიათობა გამოიჩინა, საკმაოდ სოლიდური თანხები გადასროლილი იქნა  უმისამართოდ. მაგალითად, ფაროსანას წინააღმდეგ აუცილებელი პრეპარატების რეკლამირებასა და პიარში, ჩატარებული კამპანიის შედეგად კი გლეხებს თითქმის სრულად გაუნადგურდა ბაღჩეული, ბოსტნეული, დიდი ზიანი მიადგა მეფუტკრეობას. ერთადერთი, რაც ამას გადაურჩა თავად ფაროსანაა. გურიაში ძირითადი შემოსავალი გლეხობას აქვს თხილიდან და ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და მიმდინარე წელს მაინც ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ გასული წლის მსგავსად მავნებელთან ბრძოლა გლეხობას მძიმე ტვირთად არ დააწვეს მხრებზე."

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია